„ყველა ნიჭერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ვაპირებთ წლების განმავლობაში შემოვიერთოთ ყველა ადამიანი ვისაც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღება უნდა. ყველასთვის მოიძებნება ადგილი წარმატებულ საქართველოში. საქართველოში რომელიც იქნება ლიდერ სახელმწიფოთა შორის. ყველასთვის მოიძებნება ადგილი თბილისში, რომელიც იქნება ლიდერ ქალქთა შროის. ყველა იქნება წარმატებული და ამას ჩენ გავაკეთებთ. ვინც ლიდერია, ვინც განათლებულია, ვინც პროფესიონალია, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. მე ნათესაობით ვერ დავაწყებინებ ვერავის სამსახურს, ისე როგორც სხვები იქცევიან. იუსტიციის სახლი შევქმენით იმიტომ, რომ პროფესიონალები იყვნენ ჩვენთან, იმიტომ რომ არცერთ ნიჭიერ ადამიანს არ ეკარგებოდა საკუთარი ნიჭი. საქართველო დადგება ფეხზე თუ ყველა ნიჭიერი ვინც საზღვარგარეთაა დაბრუნდება სამშობლოში და რაც მთავარია თუ ჩვენ გავერთიანდებით ზე-მიზნის გარშემო.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ
მასალის გამოყენების პირობები






