საბერძნეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა
პოლიტიკა - 17:09, 19 Oct, 2017     919
საბერძნეთში, ქალაქ ჰერაკლიონში საერთაშორისო კონფერენციაზე „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევისა და თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურების წარმომადგენლების სამეცნიერო ნაშრომი „საქართველოს ტყეების იშვიათი სახეობების წყავმაზას (Osmanthus decorus Boiss. & Balansa) ჰაბიტატის შესწავლა“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში მომზადდა.

საერთაშორისო კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ მეცნიერებსა და სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან საშუალებას აძლევს, მიმდინარე კვლევითი საქმიანობის შესახებ ნაშრომები მეწარმეებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნონ.

აღნიშნული კონფერენცია კარგი საშუალებაა დელეგატებმა მოსაზრებები და გამოცდილება გაცვალონ, ბიზნესწრეებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სამომავალი თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრონ.

კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) ინჟინერთა და მკვლევართა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIER) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა სხავადასხვა ქვეყნის დელეგატებმა მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42