"თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერისა და პოეტის შვილს გურჯან მალაყმაძეს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს" - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 15:50, 19 Oct, 2017     1759
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზი გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის შემადგენელი ნაწილია.

სამეცნიერო პროექტის „საქართველოსთვის დღემდე უცნობი დოკუმენტური მასალა და ისტორიები თურქეთელ ქართველთა ცხოვრებიდან“, რომელსაც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს, მიზანია 1921-1990 წლებში თურქეთის არქივებში თურქეთელ ქართველთა ისტორიის, ყოფის და კულტურის შესახებ კვლევის ორგანიზება. ამ პერიოდის შესახებ არ მოიპოვება არავითარი სამეცნიერო მასალა თურქეთში მცხოვრები ქართველების შესახებ, საბჭოთა პერიოდში საქართველოსა და თურქეთს შორის რთული დამოკიდებულების გამო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ იმ ადამიანებისა და მათი შთამომავლების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ქართული იდენტობის შენარჩუნებას თურქეთში და სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა მათ შთამომავლებს პირდაპირ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ვახტანგ მალაყმაძის შვილს გურჯან მალაყმაძეს კი, ღირსების ორდენით დააჯილდოებს, რომელმაც მამის არქივი - ხელნაწერები, დოკუმენტული ფოტომასალა, წიგნები, იშვიათი ქართული გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

თურქეთში სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად შედგა იქ მოღვაწე ცნობილი ქართველების არქივების დიგიტალიზაცია.

პროექტის მიხედვით, მოხდა თურქეთელ ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენისათვის მოღვაწე ადამიანთა ბიოგრაფიების (ახმეთ ოზკან-მელაშვილი, ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე)) შესწავლა აღდგენა, მათი არქივების გაციფრულება, მათ მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების მოძიება და დიგიტალიზაცია. აგრეთვე, ეთნოგრაფიული რეალიების ამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეომასალების მოძიება, სისტემატიზაცია და დიგიტალიზაცია და თურქეთელ ქართველთა ყოფისა და კულტურის ამსახველი ზეპირი ისტორიების ჩაწერა.

აღნიშნული მასალები დაცული იქნება სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" და ნაბეჭდ კრებულში.

თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, მეცნიერები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42