არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბოლო შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევაში რამდენიმე სავარაუდო დარღვევის შეთქვევა მოხვდა, მათ შორის მუქარა-ზეწოლის ფაქტები, რის შედეგადაც ოპოზიციონერმა კანდიდატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს თქვეს.
დოკუმენტში ასახულია ბაღების სკანდალიც, როდესაც დირექტორები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ. კვლევაში ასევე მოხვდა დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტი.
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებობა ყველას თანაბრად არ ეძლევა და არც წინასაარჩევნო გარემოა მშვიდი.
„ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდი მაგალითად ზეწოლა-მუქარის ქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდს თუ შევხედავთ, ბოლო პერიოდის ტენდენციებს თუ გამოვკვეთავთ ამ ბოლო ანგარიშში მოცემული ფაქტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია და თუნდაც 2014 წელს, ან 2016 წელს ან 2013 წელს მათშორის ბოლო ანგარიშებში დაფიქსირებული ფაქტების რაოდენობას აღემატება,“-განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






