ევროპარლამენტის სოციალურ დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
პოლიტიკა - 11:16, 19 Oct, 2017     938
ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას.

ანდრეს მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მაღალი დონის ვიზიტებსა და ევროპელ ლიდერებთან ინტენსიურ კონტაქტში გამოიხატება და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის. ამ მხრივ მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მოკლე პერიოდში, "ყველა ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ თქვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში და ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით“- განაცხადა მამიკინსმა.

ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ევროპული ინტეგრაცია დადებით როლს შეასრულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში. „მე და ჩემმა კოლეგამ ქლეარ მუდმა არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა და მკაფიო გზავნილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება“ - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა. მისი აზრით რეინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რომელიც ხელმისაწვდომია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42