მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე - პრემიერი
პოლიტიკა - 10:53, 19 Oct, 2017     1095
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და სახელმწიფო უწყებებს დავალება მისცა: "მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე".

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ძლიერება სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაშია.

სწორედ ამიტომ, მინდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში მთლიანად საზოგადოებას - ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, ჩვენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასეთი საქართველოს, ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე.
ასევე, მინდა, მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ამაშია ის დიდი განსხვავება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია ჩვენი მოსახლეობის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში.
ასევე, მინდა, განსაკუთრებით მოვუწოდო სამართალდამცავებს და პოლიციას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი, რათა არავის მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ყველა სტრუქტურა მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ჩვენს ქვეყანაში, გატარებული ცვლილებების შედეგად, თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი; სწორედ ეს კავშირია, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ,ეს არჩევნები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება"- განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42