„უსმენ ოჩიაურს, და გრძნობ რატომ გიყვარს საქართველო” - ნიკა რურუა გოგი ოჩიაურის გარდაცვალებაზე
სოც.მედია - 10:14, 19 Oct, 2017     1030

გოგი ოჩიაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ნიკა რურუა ეხმაურება:

“დიდი ქართველი და დიდი ოსტატი, გოგი ოჩიაური ფიზიკური სამყაროდან სამარადისო სასულეთში გადაბარგდა. იქ გადავიდა და ბევრ სხვა რამესთან ერთად თან წაიღო ამბების მთელი სამყარო ჯადოსნური ხევსურეთისა, გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი კაცებისა და ქალებისა, 60-იანი წლების ევროპული, არასაბჭოთა თბილისისა, მეორეჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, (რაზეც მისი ლამაზი ხელმოწერაცაა) და მთელი სამყარო უამრავი აზრისა, რომელთა მოსმენაც ასე ნუსხავდა მსმენელს.

ამ ამბების სმენა მეც მიყვარდა. ისინი, ისევე როგორც ძია გოგისთან ურთიერთობა, არა მხოლოდ სასიამოვნო რამეს წარმოადგენდნენ - არამედ იყვნენ შენი გაუმჯობესების, გამდიდრების, გაზრდის უშუალო, თავისუფალი გაკვეთილებიც. ისინი, გარდა მომყოლის განუსაზღვრელი მეხსიერებისა და მჭრელი, მაგრამ თბილი იუმორის, ყოველთვის შეიცავდნენ რაღაც დაფარულ მორალურ მარცვალს ადამიანური სიბრძნისა, რომელიც მანამდე მხოლოდ ყრუდ ნაგრძნობს ხელშესახებად გიქცევდა და რწმენად გაგიმაგრებდა. და ეს რწმენა ქართველობის კიდევ უფრო სხვაგვარად შეგრძნებაში, განცდაში ითარგმნებოდა ხოლმე. ჩემთვის ასე იყო. და ეს ძალიან იშვიათ ადამიანებთან ურთიერთობისას მომსვლია.

გრიგოლ რობაქიძე ფიროსმანზე დაწერილ საკუთარ ესსეს ასე ამთავრებს: "ხედავ ფიროსმანს, და... გჯერა საქართველო." მე ეს არეული მიძღვნა კი ამ სიტყვებით მსურს დავთავრო: უსმენ ოჩიაურს, და გრძნობ რატომ გიყვარს საქართველო.

მშვიდობით, დიდო მეგობარო”, - წერს რურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42