„დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო“ - ზვიად სიჭინავა
სოც.მედია - 09:58, 19 Oct, 2017     1667

საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. აღნიშნულს კაშიას მიმართ სხვადასხვა განცხადებები მოჰყვა, რასაც ზვიად სიჭინავა ეხმაურება:

„მინდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ ხმაურს გამოვეხმაურო და მასზე ვისაუბრო.

გურამი ნაკრების წევრი და ვიცე-კაპიტანია, „ვიტესის“ კაპიტანი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ყველა იმ ნორმას, რასაც უეფა ითხოვს - პატივისცემა და არა რასიზმს.

კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით, მიუღებელია.

4 წელი, უეფაში, სამართლიანი თამაშისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით და სწორედ ამას ვუწევდით პროპაგანდას, რომ დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა.

ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა ჰქონდეთ, არ უნდა შევურაცხვყოთ ერთმანეთი განსხვავებული შეხედულებების გამო.

გურამ, შენ, პირადად ჩემთვის იყავი და ყოველთვის იქნები ქართული ფეხბურთის ნაწილი. შენ ბევრჯერ დაამტკიცე, რომ პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე“, - ნათქვამია ზვიად სიჭინავას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42