ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის საკითხებზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 20:39, 18 Oct, 2017     621

„საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის“, „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა“ და „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის“ ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია - „მედიაცია გერმანიასა და საქართველოში“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გერმანელმა სტუმრებმა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, დავით ასათიანმა მიმართეს.

„ქართულ სამართალწარმოებაში ეს უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტიტუტია, რაც ვიმედოვნებ, სასამართლო სისტემას განტვირთავს და დავათა შეთანხმებით დასრულებას ეფექტურს გახდის. ეს კი ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას წაადგება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს „ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, დავით ასათიანმა. მისივე თქმით, ევროპაში მედიაცია ერთ-ერთი წინ წასული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და გერმანელმა იურისტებმა ქართველ კოლეგებს სწორედ სასამართლო მედიაციის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„დიდი ხანია, „ადვოკატთა ასოციაციასთან“ ვთანამშრომლობთ და ქართელი იურისტებისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მედიაცია სასამართლოზე უკეთესი არჩევანია, თუმცა რთულია, დაარწმუნო ადამიანები, რომ სასამართლოზე უარი თქვან და მედიაცია აირჩიონ. სწორედ ამ ტენდენციის შეცვლა გვინდა,“ - აღნიშნა მედიასთან საუბრისას „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვერონიკა ჰონერიმ.

გერმანელი ადვოკატის, კერსტენ გნორის თქმით კი, მედიაცია ალტერნატიული გზაა. როგორც გერმანელმა იურისტმა განაცხადა, ალტერნატიული გზების გამოყენება უნდა გაუმჯობესდეს და ამ მხრივ ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42