ფეისბუქ მომხმარებელი ლევან კვარაცხელია სოციალურ ქვერდზე მიმდინარე წლის 16 ოქტო,მბერს, გომბორის გადასახვევთან მომხდარ საზარელი ავარიის შესახებ წერს.
მოქლაქე წერს რომ ავარიისას დაშავებული ბავშვები სრულიად უცნობმა ადამიანებმა გადაარჩინეს.
"16 ოქტომბერს გომბორის გადასახვევთან, დაღმართზე, სადაც წერია: “მძღოლო, ფრთხილად, წინ საშიში დაღმართია”, სისწრაფის გადაჭარბების შედეგად მოხდა საშინელი ავარია.
ერთ-ერთ ავტომობილში აღმოჩნდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გონდაკარგულები ძლივს გამოიყვანეს შემთხვევის ადგილზე სპონტანურად მოგროვილმა ადამიანებმა და გადაარჩინეს.
კარგად დააკვირდით ფოტოს, ალბათ ამოიცნობთ, ისინი თქვენს გვერდით არიან, თქვენი ძმები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, შეიძლება ოჯახის წევრებიც, ამ ადამიანებმა 16 ოქტომბერს, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდოდა, არნახული გმირობა გამოავლინეს – არ დაიბნენ, შორიდან არ დაუწყიათ ყურება… ვიმეორებთ, მათ ბავშვებს სული შთაბერეს და სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან"- წერს კვარაცხელია.

მასალის გამოყენების პირობები






