„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სწორი სტრატეგია შეგვერჩია, ჩვენ გვქონდა ორი ალტერნატივა: ან უნდა აგვერჩია პოპულიზმი, ტყუილის გზა, რომელიც აქვთ სხვა პარტიებს ან უნდა აგვერჩია სიმართლის გზა. გველაპარაკი ის რისიც გვჯერა. ჩვენ ავირჩიეთ სწორი გზა და სწორედ ამიტომ გვყავს დღეს ამდენი მხარდამჭერი. სწორი გზა, ეს არის წარმატების ქართული მოდელი. დედაქალაქის განვითარებისთვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროგრამა თბილისი ლიდერთა ქალაქთა შორის , საქართველო კი ლიდერ სახელმწიფოთა შორის. ეს არის პროგრამა, რომელიც დიახაც არის ამბიციური, დიახაც არის ინოვაციური, დიახაც არის აბსოლიტურად განსხვავებული, დაიხაც ითვალსიწინებს ყველა იმ თანამედროვე შესაძლებლობას , რომელიც დღეს არის მსოფლიოში და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ 4 წელიწადში სხვა თბილისში ვიცხოვრებთ- არა გაჭრვებულში, არამედ ბედნიერ თბილისში.“ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






