შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, NDI-მა ვითარება სათანადოდ არ გააკრიტიკა, რომელშიც წინა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება მიმდინარეობს და სწორედ ამ საკითხზე სურდა მას საუბარი.
„სინამდვილეში, ხდება ადმინისტრაციული რესურსების ტოტალური გამოყენება, ყველა სახელმწიფო მოხელე და სტრუქტურა ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში. ამაზე ვისაუბრებთ NDI-ის წარმომადგენლებთან, ვისაუბრებთ საარჩევნო დიქტატურაზე, რაც დაამყარა უკვე „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში“ - განაცხადა ინაშვილმა.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი აღნიშნავს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას არათანაბარ და უსამართლო საარჩევნო გარემოზე აპირებდა საუბარს.
„მე გავამახვილებ ყურადღებას ლიდერთა საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით და იმ დოკუმენტებზე, რომელიც მიიღო ლიდერთა საბჭომ. ეს დოკუმენტები ძალიან ნათლად აღწერს იმას, რომ აბსოლუტურად, არათანაბარი და უსამართლოა საარჩევნო გარემო,"- აღნიშნა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






