სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ეთნიკურ ქართველებს ახალ შეზღუდვებს უწესებს
პოლიტიკა - 18:36, 18 Oct, 2017     1698
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს გადადგილების თავისუფლება შეუზღუდოს 4000-მდე ეთნიკურ ქართველს, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ და სეზონურად გადაადგილდებიან საქართველოს სხვა ტერიტორიებზე.

როგორც გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ადმინისტრაციამ გამოავლინა 4000-მდე „ყოფილი გალელი“, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, „მაგრამ პერიოდულად კვეთენ საზღვარს, გალში ამუშავებენ მიწას, აგროვებენ თხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას“

„ადრე მათ ქონდათ აფხაზური პასპორტები, მაგრამ ეს უკანონო იყო. ჩვენი მთავარი ამოცანაა- არ დავუშვათ, რომ ასეთმა პირებმა ბინადრობის ნებართვა მიიღონ. საქმე იმაშია, რომ ეს დოკუმენტი მათ აძლევს უფლებას შეუფერხებლად გადაკვეთონ საქართველო-აფხაზეთის საზღვარი, მაშინ როდესაც წესით ისინი აფხაზეთში ვიზით უნდა შემოდიოდნენ“- განაცხადა ნადარაიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში „ბინადრობის ნებართვის“ დოკუმენტების გაცემის პროცესი მიმდინარეობს. ეს დოკუმენტი გალის რაიონში მაცხოვრებელ ქართველებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა, იცხოვრონ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და გადაადგილდნენ საქართველოში, თუმცა ამავდროულად ამ დოკუმენტის მფლობელი პირი სრულიად მოკლებულია პოლიტიკურ უფლებებს და არ შეუძლია უძრავი ქონების შეძენა.

დოკუმენტი განკუთვნილია კონკრეტულდ გალის რაიონში მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველებისთვის, თუმცა იმ ქართველების რაოდენობა, რომელთაც ამ დოკუმენტის მიღების უფლება ექნებათ შეზღუდულია. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბინადრობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი იქნება დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ამტკიცებს, რომ პირი აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში მაინც ცხოვრობდა 1999 წლიდან.

დე ფაქტო ხელისუფლება ასევე გასცემს კიდევ ერთ დოკუმენტს - აფხაზეთის მოქალაქის პასპორტს , რომლის მფლობელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი ან პირი, რომელიც ეთნიკურად აფხაზი არაა, თუმცა 1994-1999 წლებში აფხაზეთში ცხოვრობდა და არ წარმოადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეს. გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაა.

ეს ორი გარემოება არ ვრცელდება გალის რაიონის მაცხოვრებლების ნახევარზე და იმ 200 ათას ეთნიკურ ქართველზე , რომლებიც ომამდე აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ცხოვრობდნენ და რეგიონი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს დატოვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად რეგიონში 46 ათასი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, გალის რაიონის მოსახლეობის 19%-ზე მეტს სწორედ ეთნიკურად ქართველები შეადგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42