თბილისის მერია, მერის მოადგილეების მიერ აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:56, 18 Oct, 2017     1201
თბილისის მერია, მერის მოადგილეების მიერ აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად, 22,3 მლნ ლარით შემცირდა.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მერის მოადგილეების მიერ აღებული პრემიის ოდენობასთან დაკავშირებით.

გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული სადღესასწაული პრემიაა - დაახლოებით 1400 ლარის ოდენობით.

იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნას შეყვანილი და არ შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოსდა, თბილისის მერიაში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, შედარებისთვის გვსურს აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, 2013 წელს თბილისის მერის მოადგილეების პრემიამ 127,187 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი 8 თვის განმავლობაში მოადგილეების მიერ პრემიის სახით მიღებულია 57, 850 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში მხოლოდ 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად, 22,3 მლნ ლარით შემცირდა”- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42