არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას საბიუჯეტო დაფინანსების არჩევნებამდე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს. თამარ ჟვანიას თქმით ოქტომბრის თვის თანხა უკვე ჩარიცხულია, შემდეგი თვეების საკიტხი კი არჩევენების შედეგად გაირკვევა:
ჟვანია არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მოეხსნას, რაც საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავს.
„ჩვენ უკვე ოქტომბრის მთლიანად ჩარიცხული გვაქვს. ზოგიერთ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს შესაძლოა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არ ჰქონდეს დაფინანსება, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა შედეგები გვექნება, ეს გამოწვევს, რომ შესაძლოა ზედმეტად გადარიცხული თანხები აღმოჩნდეს,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
14-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ არჩევნებამდე საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-ს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტა მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






