"ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე“ - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:51, 18 Oct, 2017     956
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპელ კონსერვატორებს და რეფორმისტების პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდა.

როგორც რიჩარდ ჩარნეცკიმ შეხვედრაზე განაცხადა, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოახლოებული სამიტის წინ ევროპარლამენტში, ასევე საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილება სამიტის მოლოდინები და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები.

“ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს. ცხადია, საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე“- განაცხადა ჩარნეცკიმ.

მისივე თქმით, პოლონეთისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირის პოტენციურ გაფართოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ვფიქრობ მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროპული გზისკენ. ჩვენ უნდა გავხსნათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის კარი არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, არამედ პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს არა მარტო თანამშრომლობის, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივა. ჩვენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი პატივისცემის ნიშნად, უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა“ - აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი 18-19 ოქტომბერს ქ. ბრიუსელს ვიზიტით სტუმრებს, რა დროსაც მიხელ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. 19 ოქტომბერს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42