სქესზე ორიენტირებული ფრაზეოლოგია ვაკანსიების შესახებ განცხადებებში - ომბუდსმენი დისკრიმინაციაზე საუბობს
პოლიტიკა - 15:30, 18 Oct, 2017     1298
სახალხო დამცველმა „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობაზე“ ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად შრომითი და წინასახელშეკრულებო პირობებია დასახელებული.

ანგარიშში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, თავად დამსაქმებლების მხრიდან აღინიშნება დისკრიმინაციული მოპყრობა. მეორე მხრივ, კი დასაქმების ვებგვერდები დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველი განცხადებების გავრცელებით უწყობენ ხელს ნეგატიური სტერეოტიპების გამყარებას.

„სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მასშტაბით ვაკანსიის შესახებ განცხადებების გამავრცელებელი ყველაზე მსხვილი საიტის (www.jobs.ge) მიმართ გამოცემული ზოგადი წინადადება და შპს „ელიტ-სერვისის“ მიმართ - რეკომენდაცია.

სახალხო დამცველმა როგორც მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე შეისწავლა დასაქმების სხვადასხვა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული დისკრიმინაციული განცხადებები ვაკანსიების შესახებ. ვაკანსიების უმეტესობა, შეიცავს სქესზე ორიენტირებულ ფრაზეოლოგიას - მაღალანაზღაურებად, საპასუხისმგებლო სამუშაოზე სასურველ კანდიდატს მამაკაცი წარმოადგენს, იმ პოზიციებზე კი, რომლებიც განსაკუთრებულ კვალიფიკაციას არ მოითხოვს, დამსაქმებელი „სასიამოვნო გარეგნობის მქონე“, „18-დან 25 წლამდე“, „დაუოჯახებელ“ გოგონას ეძებს.

იმის გამო, რომ დასაქმების ვებ-გვერდები დისკრიმინაციული სიტყვების შემცველი ვაკანსიების ფილტრაციას არ ახდენენ, ერთი მხრივ, ხელს უწყობენ დამსაქმებლებს, განახორციელონ დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ, დისკრიმინაციული პრაქტიკის ტირაჟირებას უწყობენ ხელს.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა, შრომით ბაზარზე არსებული მანკიერი დისკრიმინაციული პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში სამუშაოს მაძიებელს თავიდანვე უსპობს საშუალებას გამოეხმაუროს დამსაქმებლის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, რადგან პოტენციურ სამუშაოზე აუცილებელია „სასიამოვნო გარეგნობა“, „სტაბილურობა“, კონკრეტული სქესი და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი, სქესის გარდა, შეფასებით კატეგორიებს განეკუთვნება, რომელთა ობიექტურად განსაზღვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იქმნება რეალობა, სადაც, ერთი მხრივ, დამსაქმებლების მხრიდან ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან ისინი ვაკანსიის შესახებ განცხადებაში პირდაპირ მიუთითებენ დისკრიმინაციულ შეზღუდვებს. მეორე მხრივ კი, დასაქმების ვებ-გვერდები, დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველი განცხადებების გავრცელებით ხელს უწყობენ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარებას დასაქმების სფეროში ქალისა და მამაკაცის გენდერული როლების შესახებ, ასავე, ახალისებენ დისკრიმინაციას ასაკის ნიშნით.

დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში ჯანდაცვის სამინისტრო), დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ამასთან, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშავოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები,

თუ როგორ უნდა მოხდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებების ფორმულირება, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე იმგვარად, რომ დისკრიმინაციული შეზღუდვები არ იქნეს გამოყენებული.“- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე მომზადდა და საქართველოში „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ შესრულებას უწევდა ზედამხედველობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42