როგორც იმამკულიევმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, "ქართული ოცნება" ყველა ხერხით და კანონდარღვევით ცდილობს ხმების მოპოვებას და ამის გამო ქვეყნის სახელს და ავტორიტეტს არ უფრთხილდება.
,,ქართული ოცნება’’ ყველა ხერხით და კანონდარღვევით ცდილობს ხმების მოპოვებას. ამის გამო ქვეყნის სახელს და ავტორიტეტს არ უფრთხილდება. მხარდამჭერების მობილიზების მიზნით ამჯერად, სახელისუფლებო კანდიდატს თემურ აბაზოვს მარნეულში აზერბაიჯანელი მომღერალი როია აიხანი ჩამოჰყავს და დღეს საღამოს მარნეულში კონცერტს მართავს. თემურ აბაზოვი პირად ფეისბუქ გვერდზე მოუწოდებს მოსახლეობას კონცერტს დაესწრნონ და მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას. ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულია უცხო ქვეყნის მოქალაქე არის კანონის უხეში დარღვევა, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური და გამოძიება"- განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა.
მასალის გამოყენების პირობები






