"პარლამენტს შეუძლია პრეზიდენტის ვეტო ნაწილობრივ გაიზიაროს" - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები
პოლიტიკა - 15:23, 18 Oct, 2017     975
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, რომლის შემადგენლობაში კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები შედიან, საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტების განცხადებით პარლამენტს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შეყოვნებით ვეტოში გამოთქმული შენიშვნების ინდივიდუალური კენჭისყრა და შეუძლია პრეზიდენტის ვეტო ნაწილობრივ გაიზიაროს.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი კონსტიტუციით, საქართველო, საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადადის. მნიშვნელოვანია, პარლამენტის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას და გაუქმდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შეზღუდვები და დადგენილი პრაქტიკა, რომელიც კანონმდებელს უკრძალავს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილობრივ გაზიარებას ან ნაწილობრივ უარყოფას.

ვეტოს ბუნების ამგვარი აღქმა გადმონაშთია იმ მოდელის, რომელშიც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ორგანო იყო. საპარლამენტო მოდელში, პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ფუნქციისგან გათავისუფლდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დაკარგა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით ვეტოს ინსტიტუტიც შესუსტდა, პარლამენტის რეგლამენტში კვლავ რჩება ძველი კონსტიტუციური მოდელიდან გადმოყოლილი შეზღუდვები.

მნიშვნელოვანია, მოიხსნას აკრძალვა პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილობრივ გაზიარებაზე ან უარყოფაზე. პარლამენტს უნდა მიეცეს უფლება თავად გადაწყვიტოს პრეზიდენტის შენიშვნები სრულად გაიზიაროს თუ ნაწილობრივ.

ახალ კონსტიტუციურ მოდელში პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი შეცვლილია. მას დაკარგული აქვს აღმასრულებლის მანდატი და ვეტოს ბუნება ნაკლებად არის პოლიტიკური შინაარსის. პრეზიდენტი და პარლამენტი სხვადასხვა პოლიტიკური ძალები აღარ არიან. შესაბამისად, პრეზიდენტის შენიშვნები უფრო კანონპროექტის დახვეწის და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის ინტერესით იქნება ნაკარნახევი.

ნაწილობრივი ვეტოს ინსტიტუტის სასარგებლოდ ნაბიჯის გადადგმას ამარტივებს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში წარმოდგენილი პრინციპებიც, რომელიც არ გამორიცხავს პარლამენტის მიერ მოტივირებული შენიშვნების ნაწილობრივ გაზიარების შესაძლებლობას. პარლამენტს დღესაც შეუძლია გასცდეს ჩამოყალიბებულ პრაქტიკას და წარმოდგენილ შენიშვნებს დამოუკიდებლად უყაროს კენჭი.

ვეტოს უფლება არის შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მექანიზმი. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს პრეზიდენტს, ვეტო მოტივირებული შენიშვნებით წარუდგინოს კანონმდებელს, რაც პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დიალოგს და პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას აუმჯობესებს. ნაწილობრივი ვეტო კონსენსუსის მიღწევას გაადვილებს და ამით მიღებული კანონების პოლიტიკური ლეგიტიმაციის ხარისხსაც გაზრდის.

ვეტოს დაძლევა იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი თავადაც ნაწილობრივ იზიარებს მასში გამოთქმულ შენიშვნებს, კონსტიტუციური ნორმებისა და პრინციპების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. იგი იწვევს პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას და ქმნის საფრთხეს, ცვლილებები აღარ განხორციელდეს – პარლამენტი, გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე ან რაიმე სხვა პროცედურული მიზეზით, შეიძლება ვეღარ დაუბრუნდეს განხილულ საკითხს.

მაგალითად, 2017 წლის კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე საპარლამენტო მოსმენაზე, გაცხადებული პოზიციებიდან გამომდინარე, შეთანხმება მოხდებოდა 6-დან მინიმუმ 4 საკითხთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა შეცვალოს მოტივირებული შენიშვნების გაზიარების პრაქტიკა. საკანონმდებლო ორგანოს აქვს შესაძლებლობა, იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული ფუნდამენტური პრინციპებით და სწორედ მათ შუქზე განმარტოს ვეტოს შესახებ კონსტიტუციის დებულებები. პარლამენტს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შეყოვნებით ვეტოში გამოთქმული შენიშვნების ინდივიდუალური კენჭისყრა.“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გიორგი ნონიაშვილი, გიორგი ჩიტიძე, კონსტანტინე კუბლაშვილი, ალიკა კუპრავა, გიორგი მუმლაძე, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ლევან რამიშვილი და გიორგი მელაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42