ნარმანიას გენგეგმის ფიასკო
პოლიტიკა - 15:19, 18 Oct, 2017     1680
ავად თუ კარგად დასასრულს უახლოვდება ამ მოწვევის თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის მოღვაწეობა.

წესით და რიგით ფინალური აკორდიც უნდა გაჟღერებულიყო ხმაურიანად დაანონსებული, 4 მილიონ ლარად ღირებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ დოკუმენტის მიღების სახით, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა.

რატომ?

რატომ მოხდა, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ქალაქის მერის უმთავრესი დაპირება, მისივე მერობის დროს შეექმნილიყო და დამტკიცებულიყო ქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი არ განხორციელდა?

სექტემბრის დასაწყისში დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენერალურ გეგმაში სხვადასხვა სამინისტროების, უწყებებისა და ექსპერტების მხრიდან მიღებული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობდა და „ჯგუფი (სითი ინსტიტუტი), შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ასახვას გენერალური გეგმის დოკუმენტში დაახლოებით ორ კვირაში დაასრულებს, რომლის შემდეგაც, ვფიქრობ, რომ წარვადგენთ დედაქალაქის საკრებულოში’’.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შენიშვნები და წინადადებები იმდენად ბევრი იყო, მათი გათვალისწინება საერთოდ ახალი ტიპის დოკუმენტის შექმნას ითხოვდა და ძველი დოკუმენტი შესაბამისად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

უმთავრესი დასკვნა, რომელიც ამ დოკუმენტის შესახებ უნდა დადებულიყო ეს იყო დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის საექსპერტო შეფასება. რამდენადაც ცნობილია ეს დასკვნაც მიიღეს მერიამ და დოკუმენტის ავტორებმა საფრანგეთიდან. აღმოჩნდა რომ დასკვნა საკმაოდ არასახარბიელოა და პრინციპულად ითხოვს დოკუმენტის განახლებას.

ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კახი კალაძის პროგრამის ერთ-ერთ ძირითადი დაპირება ახალი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიღებაა, რაც ასევე გამორიცხავს ბ-ნი ნარმანიას მიერ შემუშავებული დოკუმენტის ასეთი სახით მიღებას.

მაინც რა დოკუმენტი შემოგვთავაზეს მერმა და პროექტის ავტორებმა, რომ მისმა შინაარსმა ასეთი საყოველთაო კრიტიკა გამოიწვია?

ეს გახლავთ 4 მილიონ ლარად ღირებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ დოკუმენტი, რომელიც ავტორებისა და დამკვეთის განმარტებით, წარმოადგენს 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ ერთგვარ რევიზიას.

რეალურად კი წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარემოს რეგულირების გეგმა თავისი საყრდენი რუკით, რომელიც ცვლიდა ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს და მისი ასეთი ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, თბილისს სულ სხვა რეალობაში მოუწევდა არსებობა.

ამ დოკუმენტის შესაქმნელად საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს ავტორებმა, შეაგროვეს უამრავი სტატისტიკური მონაცემი და საინტერესო ინფორმაცია. დოკუმენტის საბოლოო სახით წარმოდგენას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა (თითქმის 2 წელი), დაიხარჯა ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონი ლარი და ბოლოს მივიღეთ მხოლოდ კეთილი სურვილების, რეკომენდაციების და კარგი ანალიტიკური მასალის ნაზავი სახელად თბილისის მიწათმოწყობის გენგეგმა, თუმცა კონკურსის პირობებით დამკვეთი შემსრულებელს სხვა არაფერსაც არ ავალდებულებდა.

თუ ამ დოკუმენტის მიღების პროცესს და მის შინაარს გავაანალიზებთ, აშკარად დავინახავთ კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და კარგად შენიღბულ კორუფციულ მომენტებსაც. ამ დოკუმენტის წყალობით ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდებოდა საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის. თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწების მესაკუთრეები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები (მაგ. ელიავას ბაზრობა) და სხვ. სულ მცირე 20-25.000 მესაკუთრის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ბუნებრივია, არ დარჩებოდა მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ეს "საჩუქარი" წილად ერგებოდა ქალაქის ახალ მთავრობას და საკრებულოს.

ბუნებრივია ქალაქის მომავალ მმართველობას, ზედმიწევნით კარგად მოუწევს ამ დოკუმენტის შესწავლა, გასათვალისწინებელი იქნება უამრავი შენიშვნა და წინადადება, რომლებიც გააჩნიათ მთელ რიგ სამინისტროებს, პარლამენტის კომიტეტებს, მეცნიერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო მესაკუთრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი განახლებული დოკუმენტის გამოტანა რეალურ საჯარო განხილვაზე და რათა ის მართლაც გახდეს საერთო თანხმობის დოკუმენტი.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩნდება მთელი რიგი კითხვები.

რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა?

რა ფინანსური სახსრები დაჭირდება ამ დოკუმენტის საფუძვლიან რევიზიას და ფაქტიურად ახალი დოკუმენტის შექმნას და ვინ გაიღებს ამ ფულს?

ვინ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას თბილისის ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონის არაეფექტურ ხარჯვაზე და დაკარგულ 2 წელზე?

გვესმის, რომ ეს რიტორიკული და პასუხგაუცემელი კითხვებია, მაგრამ მაინც ვსვამთ ამ კითხვებს, იმ იმედით, რომ დედაქალაქის ახალმა მესვეურებმა არ გაიმეორონ ანალოგიური შეცდომები და ეხლა მაინც მოხერხდეს ქალაქისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნორმალური დოკუმენტის შექმნა.

გოგი ლორთქიფანიძე, „სახალხო თვითმმართველობა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42