ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა
პოლიტიკა - 15:07, 18 Oct, 2017     1076
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) მუშაობა შეისწავლა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, კვლევის მიხედვით თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“ ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები გამოიკვეთა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:

ზონალურ საბჭოში ეფექტურად არ არის უზრუნველყოფილი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ზონალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსელობისა და კორუფციის მაღალ რისკს შეიცავდა.

არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნები პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესკომპანიებთან, რომლებიც ასევე გვევლინებიან განმცხადებლებად არქიტექტურის სამსახურში/ზონალურ საბჭოში. ასევე, პარალელურად, სამშენებლო ბიზნესში (არქიტექტურის კუთხით) აქტიურად ეწევიან საქმიანობას; მაგალითად არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსებმა ნინო ღოღობერიძემ, დიმიტრი მოსულიშვილმა და ლევან ძაგნიძემ, 2014-2017 წლებში საერთო ჯამში ზონალური სტატუსის ცვლილებაზე 11 თანხმობა მიიღეს;

ზონალური საბჭოში მოწვეული წევრების კუთხით, ვხვდებით არაერთ შემთხვევას, როცა მოწვეული ექსპერტები თავად გვევლინებოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებად (ზონალურ საბჭოში განმცხადებლებად, კონკრეტული პროექტების ავტორებად და არქიტექტორებად), რაც ინტერესთა კონფლიქტის მაღალ რისკებს წარმოშობს; მაგალითად:

გიორგი სულაბერიძე, რომელიც არქტიტექტორულ სფეროში აქტიურ საქმიანობას ეწევა, საბჭოში ყოფნის პარალელურად, თავად გვევლინება, როგორც პროექტის არქიტექტორი, რამდენიმე შემთხვევაში კი პროექტის განმცხადებელი მისი ბიზნესპარტნიორია. გიორგი სულაბერიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საერთო ჯამში 25 თანხმობა მიიღეს

ასევე საბჭოში საქმიანობის პარალელურად, ირაკლი მურღულია, განმცხადებლადაც გვევლინება. ირაკლი მურღულიამ 2015 წლის 16 ივლისს ერთი განცხადება შეიტანა ზონალურ საბჭოში და საბურთალოს რაიონში, ზურგოვანას ქუჩაზე მდებარე ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილება მოითხოვა, რაც დაუკმაყოფილეს.

საკვლევ პერიოდში ზონალურ საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის გვხდებიან ისეთი პირებიც, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ან წარსულში იყვნენ დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან. აღნიშნული პირები ასევე არიან მმართველი პოლიტიკური გუნდის შემომწირველები. განსაკუთრებით საინტერესოა უმრავლესობის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებთან - ივლიანე წულაია, გრიგოლ ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული შემთხვევები. საერთო ჯამში ზონალურმა საბჭომ 10-მდე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც თბილისის მასშტაბით არსებულ ტერიტორიებს შეეცვალათ ზონალური სტატუსი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენება გახდა შესაძლებელი"- აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევის დეტალები იხილეთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42