სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა
პოლიტიკა - 14:54, 18 Oct, 2017     377
პანკისის ხეობაში, დუისში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის საზეიმო აღნიშვნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, შვედეთის მთავრობის, გაეროსა და ადგილობრივი სათემოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ქალებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე ქალების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა ქვეყნის განვითარებაში ქალების, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალების როლზე ისაუბრა.

„სოფლად მცხოვრები ქალებს აქვთ უზარმაზარი რესურსი საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლის საქმეში. მათი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა.

შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა პანკისის ხეობაში პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობაზე, ეკონომიკურ საქმიანობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების უფრო აქტიურ ჩართულობაზე და დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, დუისში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ადგილობრივი რეწვის გამოფენა გაიმართა.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება.

წელს აღნიშნული ღონისძიება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42