თანასწორობის პრობლემა საქართველოში - სახალხო დამცველის ანგარიში
პოლიტიკა - 13:22, 18 Oct, 2017     1064
საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, საინფორმაციო კამპანია - „თანასწორობა ჩვენს გარშემო“ დაიწყო.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ქვეყანაში თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

"საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებით, თუმცა თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები და სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების სიმწირე, ყოველდღიურ რეჟიმში უარყოფითად აისახება დაუცველ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არსებული სტერეოტიპული მიდგომების ცვლილება და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება, რაშიც განსაკუთრებული როლი ფორმალურ განათლებას უჭირავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თანასწორობის საკითხები გამჭოლ ხაზად გასდევდეს განათლების ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამებს.

ცალკეული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინების და არსებითი თანასწორობის მიღწევის მიზნით, აუცილებელია, ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად ჩაერთონ დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში, ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად აქციონ და თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდეს.

კანონის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც მის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს. სახალხო დამცველის მთავარ რეკომენდაციად კვლავ რჩება საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით, ჯერ კიდევ 2015 წელს წარვადგინეთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, თანასწორობის მექანიზმის ცნობადობის გაზრდისა და საკანონმდებლო სივრცის მოწესრიგებისკენ მიმართული ინიციატივების ლობირების მიმართულებით"- აღნიშნა ნანუაშვილმა.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო რგოლი და თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42