ლელა ქებურია ერგეტას ინციდენტში მონაწილე პირებს ასახელებს და მოძალედეების დასჯას ითხოვს
პოლიტიკა - 11:26, 18 Oct, 2017     2563
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეგრეტის იცნიდენტში მონაწილე პირები დაასახელა. მერობის კანდიდატის თქმით, მის ქმარს და პარტიის აქტივისტს „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია და ქართული ოცნების შტაბის წევრები: რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა გასწორდნენ.

"ეს არის გიორგი მღებრიშვილის მიერ ხელმოწერილი მადლობის სიგელი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლით და რომელიც ეკუთვნის ალექსანდრე ღვინჯილიას, რომელსაც გუშინ დავით კოდუამ უწოდა ზონდერი, მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო შშს- ის თანამშრომელი. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ალიკა ღვინკიჯილია არის ევროპული საქართველოს ზუგდიდის ორგაბნიზაციის პარტიული სიის მეხუთე ნომერი.

მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ალიკა ღვინჯილია არის ქალაქის შტაბის ხელმძღვანელი და ძალიან ვამაყობ, რომ ალიკას მსგავსი ახალგაზრდები დღეს ევროპულ საქართველოს წარმოადგენენ. დავით კოდუას კი ვეუბნები, რომ თუ ყველა ყოფილ თანამშრომელს ის დაუძახებს ზონდერს , მაშინ იმავე ლოგიკით ყველაზე დიდი ზონდერი გოგია, არის კუდის ყოფილი თანამშრომელი და არის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი.

ეს რაც შეეხება კოდუას განცხადებას. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ყველამ კარგად იცით, როგორ განვითარდა მოვლენები. როდესაც კოდუა ზონდერებს გვიწოდებს ჩვენ სამ ქალს, რომლებიც მივედით ქართული ოცნების ერგეტის შტაბში , დიახ,იმის გასარჯკვევად თუ ვინ ჩაიდინა ის სისაძაგლე და მე მინდოდა პიტრადად ჩემს ფოტოკამერაზე ყოფილიყო აღბეჭდილი მათი სახეები , რომ ყველამ დაიმახსოვროს ეს სახეები და რომ ყველამ იცოდეს თუ როგორი კადრებით აპირებს ქართული ოცნება ზუგდიდის მერიის დაკომპლექტებას, ზუსტად ამისთვის მივედი ქართული ოცნების შტაბში , და ჩვენ სამ ქალს კოდუამ გვიწოდა ზონდერები , მაშინ როდესაც დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა, კადრებში ჩანს როგორ ურტყამს ხელს ალიკა ღვინჯილიას, რუბენ შელია, კუკური შელია, დარჩელის შტაბის უფროსი, იმ მომენტისთვის ერგეტის შტაბში იმყოფებოდა გამგეობის თანამშრომელი მამუკა სიჭინავა, გამგეობის თანამშრომელი ზუგდიდიდან ნიკა ფარცვანია, და პირდაპირი პასუხისმგებლიობა გუშინდელ ინციდენტზე ეკისრება ლაშა გოგოიას დავით კოდუას , მაჟორიტარობის კანდიდატს ზვიად ყორშიას და შტაბის უფროსს როინი მიქაიას. აგრეთვე ინციდენტის მონაწილეები იყვნენ ერგეტის შტაბის წევრები ხუნტული ჯოჯუა, გოჩა მამფორია და ალიკა ჩიქოვანი.

ეს გვარები კარგად დაიმახსოვროს შშს-იმ და ერთხელ და სამუდამოდ დააყენონ იმის პრეცედენტი, რომ ძალადობა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და წინასაარჩევნოდ ძალადობის წაქეზება ნიშნავს იმას, რომ არასდროს არ გვექნება კარგი წინასაარჩევნო გარემო და რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება კორცხელის საშიშროება" - განაცხადა ქებურიამ.

გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ქებურიას მეუღლე აცხადებს, რომ თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ. გუშინ მომხდარ ფაქტზეგამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42