"სამწუხარო რეალობაა ის რომ ოპოზიციური პარტიები და ასევე კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას და სწორედ ეს არის ამ დიდი სხვაობის მიზეზი. ქართული ოცნება ახდენს თავისი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას ეს არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში, რომელიც წარედგინება აუდიტის სამსახურს განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც სამწუხაროდ მალავს საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებს ეს არის სამწუხარო რეალობა"- განაცხადა კობახიძემ "იმედთან" საუბრისას.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ეს პრაქტიკა 2012 წლიდან წარსულს ჩაბარდა.
ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ერთმანეთთან შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. მადლობა ღმერთს რომ ეს ვითარება 2012 წელს შეიცვალა და ჩვენ ასეთი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას.
მასალის გამოყენების პირობები






