ვინ რამდენი თანხა მიიღო წინასაარჩევნოდ - აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარეს
პოლიტიკა - 10:14, 18 Oct, 2017     1196
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა მორიგი შუალედური ანგარიშში გაავრცელა. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 1 ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში პარტიების შემოწირულობამ 13 მილიონს მიაღწია.

პირველი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში თითქმის 13 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს, აქედან მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ 11 მილიონ ნახევარზე მეტი მოდის.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 31 შემომწირველია დაბარებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ შემოწირულობებზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს და ამის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს 31 პირი.

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, შემომწირველთა გამოკითხვის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის გამოკითხულია 14 ფიზიკური პირი.

„ვაკეთებთ ანალიზს, შემოსავლების სამსახურიდან ვიღებთ ინფორმაციას სასამართლოს წესით თუ რა შემოსავალი ჰქონდათ აღნიშნულ პირებს. შემდგომ ვთხოვთ მობრძანებას სამსახურში რათა წარმოგვიდგინონ ინფორმაცია თუ ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არის დაფიქსირებული. შესაძლოა იყოს ეს ბიზნეს საქმიანობიდან მიღებული რაიმე შემოსავალი. 17 შემომწირველი, რომელიც ბოლო პერიოდში დავიბარეთ, გასული კვირის განმავლობაში, ესენი არიან 9 „ქართული ოცნების“ და 8 „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი,“-განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42