საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს
პოლიტიკა - 10:06, 18 Oct, 2017     1087
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს.

მიღებული ანგარიშებისა და დეკლარაციების ანალიზის შედეგად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6-კვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 6,983,756 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 646,775 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 507,730 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 202,811 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 75,892 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 66,084 ლარი.
აქედან რეკლამისთვის გახარჯულია 5,805,562.00 ლარი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 4,939,306 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 396,347 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 345,862 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 285,250 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 95,300 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 28,747 ლარი.

შუალედური ანგარიშის თანახმად, ჯამში მიღებულია 742,787.00 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 173,420 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 135,036 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 78,844 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 20,135 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, - 16,293 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42