"მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას! არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას ბოკერიებს"- ირმა ინაშვილი
პოლიტიკა - 20:05, 17 Oct, 2017     1902

თბილისის მერობის კანდიდატი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ინაშვილმა ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართა:

„საზოგადოებას ახსოვს, მე ოთხჯერ მოვუწოდე ბიძინა ივანიშვილს,- განემუხტა საკონსტიტუციო კრიზისი და შეეჩერებინა საარჩევნო სისტემის უზურპაცია, რომელიც ხელისუფლებაში მის მიერ მოყვანილმა კვირიკაშვილის გუნდმა განახორციელა.
ჩვენ გვახსოვს, ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ იქნებოდა პირველი ოპოზიციონერი, თუკი დემოკრატიას რაიმე დაემუქრებოდა. მაგრამ ივანიშვილი დუმს და ყველაფერი ცუდი უკვე მოხდა.

სახეზე გვაქვს: უპასუხისმგებლო დამოკიდებლება ქვეყნის გამთლიანებისადმი, სახეზე გვაქვს საარჩევნო სისტემის უზურპაცია, შიდა გადატრიალება „ქართულ ოცნებაში“ , სახეზე გვაქვს საბანკო ტერორი, სიღატაკე და უსახლკარობა.
ამ უმძიმეს ვითარებაში კვირიკაშვილი ურიგდება ბოკერიას, გულმოდგინედ ცდილობს მთავარ ოპოზიციურ პარტიებად კვლავ ნაცმოძრაობისა და ბოკერიების და ახლა უკვე ვაშაძის წარმოჩენასაც კი. კერძოდ, 15 ოქტომბერს ნაცმოძრაობამ მთელ საქართველოს მოუხმო, მაგრამ თბილისში 4000 კაციც ვერ შეკრიბა. ხელისუფლება კი, გვარწმუნებს, რომ მათ 5000 კაცი შეკრიბეს. ამავე დღეს ბოკერიამ 1000 კაციც კი ვერ შეკრიბა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში. ჩვენ კი, გამოგვიცხადეს, რომ სპორტის სასახლე გაავსეს. ამავე დღეს ჩვენ ბათუმში, თავსხმა წვიმაში უფრო მეტნი ვიყავით, ვიდრე ნაცმოძრაობის მომხრეები- თბილისში! ხოლო 1 ოქტომბრის აქციაზე, თბილისში, ჩვენ სამჯერ და ოთხჯერ მეტნი ვიყავით, ვიდრე ნაცმოძრაობა და ბოკერია ერთად აღებული.

ამის მიუხედავად, ხელისუფლება კვლავ ამკვიდრებს აზრს, რომ მისი მთავარი ოპონენტები არიან: ნაცმოძრაობა, ბოკერია და ახლა უკვე ვაშაძეც კი. ამასთან, თუ ნაცმოძრაობას ცოტაოდენი მხარდამჭერი მაინც ჰყავს, ბოკერიას და ვაშაძეს საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, ხმას არავინ აძლევს.

ბატონო ბიძინა, თქვენ გვპირდებოდით, რომ დასრულდება სიყალბე, აღარ იქნება უზურპაცია, რომ ვიცხოვრებთ სამართლიან სახელმწიფოში. სადაა დღეს ეს სამართლიანობა? და რაშია სამართლიანობა? სად გაქრა ყველა ის სიკეთე, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი გვპირდებოდით 2012 წლის შემოდგომაზე?
ფაქტია, რომ თქვენ დღესაც ბრძანდებით ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქე. ფაქტია, რომ კვირიკაშვილის მთავრობა თქვენი მოყვანილია. ფაქტია, რომ ამ მთავრობამ უკვე განახორციელა საარჩევნო სიტემისა და შესაბამისად, ძალაუფლების უზურპაცია და ნათელია, რომ ამ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უკვე დაამყარა რბილი დიქტატურა. ნათელია ისიც, რომ ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. სახეზეა ისიც, რომ საზოგადოება პირადად თქვენ გაკავშირებთ ყველა ამ ნეგატიურ მოვლენასთან. თქვენ კი, დუმხართ და გვაინტერესებს, ხართ თუ არა ამ პროცესების თანამონაწილე?

ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას! ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს! ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს! ჩვენ დავცავთ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლით მოიპოვა. ჩვენ არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას ბოკერიებს.“- ნათქვამია ირმა ინაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42