,,სკოლებში ძალადობა დაბრუნდა. ,,ქართულმა ოცნებამ" გაანადგურა მანდატურის ინსტიტუტი და ისინი დარაჯებად დატოვა" - შაშკინი ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება
პოლიტიკა - 19:13, 17 Oct, 2017     2321

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან.

აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. შაშკინი მიიჩნევს, რომ მსგავსი შედეგი მანდატურების ინსტიტუტის შინაარსობრივ განადგურებას უკავშირდება და საჯარო სკოლები საქართველოში სწორედ ამიტომ აღარ არის უსაფრთხო:

„სამწუხაროდ დადასტურდა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ის, რაზეც მე ვსაუბრობდი ბოლო სამი წლის განმავლობაში. „ქართულმა ოცნებამ“ შინაარსობრივად გაანადგურა მანდატურების ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ დავამყარეთ წესრიგი სკოლებში და გავხადეთ საჯარო სკოლები უსაფრთხო.

ევროკავშირის მიერ 2011 წელს დაფინანსებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ მშობლების 73%-მა განაცხადა, რომ ჩვენი სკოლები არის უსაფრთხო, 2010-ში ასეთი იყო მხოლოდ 4%. მანდატურების სისტემა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც განხორციელდა.

ეს არის ძალიან ცუდი და სამწუხარო შედეგი, განათლების სამინისტროს უკვე აქვს პრობლემა, რომ ეს ყველაფერი მიაწეროს სახალხო დამცველის პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ განათლების სამინისტროს ავიწყდება, რომ ეს კვლევა არის ჩატარებული არა მხოლოდ ომბუდსმენის მიერ, არამედ იუნისეფის მიერ, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი მსოფლიოში. ზუსტად სამ წელიწადში, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ შინაარსობრივად გაანადგურა მანდატურების ინსტიტუტი, დატოვეს მხოლოდ დარაჯებად ეს ხალხი. სამ წელიწადში მივიღეთ ის, რომ ძალადობა დაბრუნდა სკოლებში, ეს არის მიუღებელი. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სკოლები აღარ არის უსაფრთხო. მას შემდეგ რაც საჯარო სკოლებში დავამყარეთ სკოლებში, უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებმა 25 ათასი ბავშვი კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში გადაიყვანეს. კვრევამ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს, დაადასტურა, რომ ამ გადაყვანების მიზეზი სწორედ მანდატურების ინსტიტუტი იყო. ეს ყველაფერი სამწუხაროდ განადგურდა და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა, მარგველაშვილის, როგორც განათლების ყოფილი მინისტრის, სანიკიძისა და ჯეჯელავასი“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

ანგარიშში ასახულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ ფარგლებში ჩაატარა. ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42