საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივ შეხვედრას საქართველო პირველად მასპინძლობს
პოლიტიკა - 16:30, 17 Oct, 2017     1582
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივ შეხვედრას საქართველო პირველად მასპინძლობს. აღნიშნული შეხვედრა სამმხრივ ფორმატში მეორედ იმართება, რაც ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კოლეგებს ვიზიტისთვის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები, შექმნას მაღალკვალიფიციური შეიარაღებული ძალები, რომელიც ნატო-ს სტანდარტებთან სრულად თავსებადი იქნება. შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გენერალმა აკარ ჰულუსმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს წარმოადგენდა, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონული მშვიდობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევით მოქმედების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.

მხარეებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის უკვე არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, 2017 წელს საქართველოში ჩატარებული სამხედრო წვრთნები “მარადისობა 2017” (ETERNITY) და “კავკასიის არწივი 2017”, ასევე, სამთო მომზადების ზაფხულის კურსი საბრძოლო მზადყოფნის დონის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.

შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, რაც სამხედრო განათლების კუთხით მუშაობას, სამხედრო წვრთნებისა და ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდება.

შეხვედრა ერთობლივ ოქმზე ხელის მოწერით დასრულდა. ოქმის თანახმად, სამი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა რეგიონული და საერთაშორისო დონეზე სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ოქმში ასევე აღინიშნა, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას სამივე ქვეყანა მხარს უჭერს.

გენერალური შტაბის უფროსების მომდევნო სამმხრივი შეხვედრა 2018 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42