"ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"- კახი კალაძე
პოლიტიკა - 16:23, 17 Oct, 2017     928

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ბიზნეს სექტორს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო განსაკუთრებული ყურადღება კი ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ქვეყნის და ქალაქის აღმშენებლობაში, შესაბამისად, პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის თქვენი თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ბიზნესმენებთან კახა კალაძემ.

თბილისში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კახა კალაძის გუნდის წევრმა, იურისტმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო.

მისი თქმით, გუნდი გეგმავს ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებულად განვითარებას, ქალაქის რაიონების თანაბარი განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

„ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს ისტორიული უბნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ეს არის 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 4-წლიანი პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად ჩვენ აუცილებლად გავზრდით ტურისტულ ნაკადებს და რაც მთავარია, გავზრდით მოსახლეობის შემოსავალს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, კახა კალაძის გუნდმა ენერგეტიკის სექტორში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და კერძო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობა შეძლო, რამაც გუნდს ღირებული გამოცდილება დაუგროვა.

„ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, რომ შევიმუშავოთ ეკონომიკურად გამართული და ორმხრივად ხელსაყრელი მოდელები. არასდროს ვჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან იმ მიზნით, რომ ბიზნესს რაც შეიძლება მეტი ვალდებულება ავკიდოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ საზოგადოებისა და ბიზნესისთვის ორმხრივად ხელსაყრელი მოდელი და შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის წარმატებით განხორციელებას. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი მიდგომით შევძლებთ მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ბიზნესმენებთან თბილისის მერობის კანდიდატის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42