"საქართველოს სჯერა, რომ ნატო, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს მისი წევრების მშვიდობას"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:48, 17 Oct, 2017     921
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა.

როგორც საჯარო გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე განსაზღვრა ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულებად - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, იმის მიუხედავად, რომ იგი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე იყო.

გიორგი მარგველაშვილმა იმ უნივერსალური ფასეულობების შესახებ ისაუბრა, რომელიც ნატო-ს ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად და აღნიშნა, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის მთავარი ინსტრუმენტი და გლობალური უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატომ, როგორც საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, შექმნა უსაფრთხოების ეფექტიანი ქოლგა, რომელიც უზრუნველყოფს მისი წევრი ქვეყნების სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვას.

გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის კოლექტიურ სისტემაზე, საფრთხეების დინამიურ გლობალიზაციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო მისიებში აქტიურად მონაწილეობს და წვრთნისა და აღჭურვის პოლიტიკის გაძლიერებით ზრდის თავის თავდაცვისუნარიანობას.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა გააძლიეროს მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველო მზადაა იბრძოლოს, რადგან ჩვენს ქვეყანას და ხალხს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ ვიცავთ საერთო ღირებულებებს.

გიორგი მარგველაშვილმა საჯარო გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსული ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკით ცდილობს რეგიონში არასტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

საჯარო გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ნატოს თავდაცვის კოლეჯის კურსანტები დაინტერესდნენ საქართველო - რუსეთის მომავალი ურთიერთობებით, კავკასიის რეგიონში არსებული სხვადასხვა კონფლიქტებით, საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებით. კითხვები დაისვა იმის შესახებაც, თუ, როგორ აისახება რეგიონში არსებული ვითარება საერთაშორისო ენერგოპროექტების განხორციელებაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42