გაუჩინარებულის დედის, ცინარა აბულაძის განცხადებით, მისი შვილის გაუჩინარებას კონტრდაზვერვის სამსახურს თანამშრომლის მალხაზ პაჭკორიას გამო არ იძიებენ.
„აალაპარაკეთ შოუმენი მალხაზ პაჭკორია“, „გვითხარით სიმართლე, რა უქენით გოგიტა აბულაძეს“ - აცხადებენ გამგეობასთან შეკრებილები.
ცისანა აბულაძე ამბობს, რომ მისმა შვილმა გაუჩინარებემდე წერილი დატოვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ვინმე ჟენიას უნდა შეხვედროდა და ამის შესახებ სწორედ პაჭკორიამ იცოდა.
გაუჩინარებულის დედა ამტკიცებს, რომ ის საქმის გამ,ოძიების მოთხოვნით, ქართული ოცნების მართველობის დროს მოქმედ ყველა პრემიერს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რომელმაც დახმარება დაჰპირდა თუმცა აბულაძეები ამბობენ, რომ მოატყუეს.
მეტიც, ცინარა აბულაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ის და მისი მეუღლე პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრას შეეცადნენ, თუმცა მათ უცნობმა პირებმა ამის უფლება არ მისცეს და თავისუფლება იქამდე შეუძღუდეს, სანამ პრემიერ-მინისტრმა სამეგრელო არ დატოვა.
შინაგან სამეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. წერილში რომელიც დედამ მოგვიანებით იპოვა 43 წლის აბულაძე წერს: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ". ცინარა აბულაძის განცხადებით, პაჭკორია ინფორმირებულია მისი შვილის გაუჩინარების დეტალებზე და მის დაკითხვას მოითხოვს.

მასალის გამოყენების პირობები






