"სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას" - ლევან დავითაშვილი
პოლიტიკა - 13:43, 17 Oct, 2017     685
FAO და სოფლის მეურნეობის სამინისტრო “მსოფლიო სურსათის დღე”-ს აღნიშნავს. წელს “მსოფლიო სურსათის დღე” 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მათ შორის საქართველოშიც. წელს ღონისძიების მთავარი თემაა “მიგრაციის შეჩერება სოფლის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზაზე”. თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებაზე გაკეთდა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და წლევანდელი წლის მთავარ თემაზე გაამახვილა ყურადღება.

“მიგრაციის თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ვხედავთ, რომ მთიანი რეგიონები და სასაზღვრო ტერიტორიები თითქმის დაიცალა. ამ გამოწვევას სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას, რაც არის კიდეც ასახული პრემიერ მინისტრის სივრცითი მოწყობის შესახებ 4 პუნქტიან გეგმაში” , - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ყურადღების ცენტრში მოექცა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც FAO -მ ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის განვითარების პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტ რაჭველს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ტექნიკა გადაეცა.

“მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42