შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
პოლიტიკა - 11:11, 17 Oct, 2017     1028

შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის საპოლიციო ძალების გადამზადების სკოლის დირექტორი, ფინანსური გვარდიის დივიზიის გენერალი - ჯენარო ვეკიონე და ნეტუნოს ინსპექტორთა ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო პოლიციის გენერალი - ჯოვანი ბუსაკა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.

შალვა ხუციშვილმა სტუმრებს შსს-ს აკადემიის რეგიონული ტრენინგცენტრის პროექტი გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის ტრანსნაციონალური მიმართულებით ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგს საქართველოს შსს-ს აკადემია უმასპინძლებს.

მხარეები საქართველოსა და იტალიის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებას, დანაშაულის პრევენციას და მაღალკვალიფიური კადრების მომზადებას.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს აკადემიის რექტორს, გივი მიქანაძეს და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. იტალიელმა სტუმრებმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, შსს-ს აკადემია, კრიმინალური პოლიციის და „112“-ის დეპარტამენტები დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42