ღონისძიებას ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბაც ესწრებოდა. რუსულ მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სახელმწიფი დროშა ერთად არის გამოსახული.
ჩვენთვის უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ამ ღონისძიებაში საქართველოს ახალგაზრდობისა და სტუდენტობის წარმომადგენლები. ირკვევა, რომ ე. წ. ქართულ დელეგაციას სავარაუდოდ რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ორგანიზაცია "რუსეთის ახალგაზრდული კავშირის" წარმომადგენელი ნესტან ჩიტაია ხელმძღვანელობს.
"მსოფლიოს ახალგაზრდათა და სტუდენტთა ფესტივალი" 1947 წელს, საბჭოთა კავშირისა და პროკომუნისტური მემარცხენე ორგანიზაციების "დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციისა" და "სტუდენტთა მსოფლიო კავშირის" ინიციატივით შეიქმნა. ფესტივალი ძირითადად სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში იმართებოდა. მისი ლოზუნგი"მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა" წარმოადგენდა იყო და ძირითადად საბჭოთა კავშირის კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდა იყო.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ 1989-1997 წლებში ფესტივალის გამართვა შეწყდა. ამის შემდეგ ის რუსეთმა გადაიბარა და პუტინის იდეოლოგიის მსოფლიოში გავრცელებას ისახავს მიზნად. სოჭამდე იგი ისეთ ქვეყნებში გაიმართა, როგორიცაა კუბა და ვენესუელა.


მასალის გამოყენების პირობები






