"პრეზიდენტმა იტალიაში აფხაზეთში მიმდინარე ე.წ წვრთნები გააპროტესტა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა" - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 18:46, 16 Oct, 2017     1045
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა როგორც ორმხრივ, ისე გაფართოებულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რომელიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ საკითხებს მოიცავს.

"აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და, რომელსაც ათვისება სჭირდება.

იტალიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად არის ახალი სტიმული ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა იტალიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან და ნატოსთან;

"კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა იტალიის მხარდაჭერას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე, ამ ე.წ. წვრთნების შესახებ, რომელიც ხორციელდება რუსების მიერ და ყურადღება გაამახვილა რუსული მცოცავი ოკუპაციის საკმაოდ სავალალო შედეგებზე", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, იტალიის პრეზიდენტი კი, სიამოვნებით დათანხმდა ამ შეთავაზებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42