გიორგი მარგველაშვილი იტალიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 18:45, 16 Oct, 2017     1033

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს შეხვდა.

შეხვედრას, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე ესწრებოდნენ, საქართველო - იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ძალიან აფასებს იტალიის პარლამენტართა მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საჭიროა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და დაგმო საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა სტაბილური საქართველოს მნიშვნელობას ევროპის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ფორმატებს და მიაჩნია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციები ნაყოფიერად ითანამშრომლებენ.

შეხვედრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში და აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიურობა და პროექტების მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხე და სამკითხველო ადგილები გაიხსნა.

შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილს სენატის თავმჯდომარემ ჯუსტინიანის სასახლეში "კონსტიტუციის დარბაზი" დაათვალიერებინა, სადაც ხელი მოეწერა იტალიის კონსტიტუციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42