ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:11, 16 Oct, 2017     875
ინოვაციები, ტურიზმი, ტრანსპორტისა და აეროპორტების განვითარება, საჰაერო ფრენები, ქონების მართვა, სტრუქტურული რეფორმები- მათ შორის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ექსპორტის წახალისება და ბიზნესსახლის პროექტი - ამ და სხვა მიმართულებებზე, რომელსაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს, გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, შეხვედრისას ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.

,,ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე და საერთოდ ექსპორტის წახალისების და სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების სხვადასხვა მექანიზმებზე. ვისაუბრეთ ბიზნესსახლის პროექტზეც, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით კომპანიებისთვის 600 ციფრული სერვისის მიწოდებას. ვისაუბრეთ იმ ინოვაციებსა და რებრენდინგზე, რომელიც დღეს ,,აწარმოე საქართველოში’’ ხდება, ასე რომ, მოვიცავით ყველა ის საკითხი, რაც ეხება სამინისტროს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა.

,,ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკონომიკის სამინისტროს. ვხედავთ, რომ კერძო სექტორის და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობა რეალურ შედეგებს გამოიღებს როგორც ეკონომიკის ზრდისთვის, ასევე მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვის’’- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ხდება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს და შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს.

,,ვისოლი ჯგუფის’’ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, შეხვედრაზე გაჟღერდა კონკრეტული სიახლეები და ინოვაციური იდეები. ,, ვფიქრობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო დღევანდელი შეხვედრით. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრების შედეგად უფრო პრაგმატული და ეფექტური ხდება ჩვენი საქმიანობა, ადვილად ხდება პრობლემის გადაწყვეტა და ვიღებთ სრულ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, ქვეყნის ეკონომიკაში.“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42