აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 24 წლის წინ სოხუმში დახვრეტილი გმირების ოჯახებს თანაუგრძნობს
პოლიტიკა - 15:04, 16 Oct, 2017     1276

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, 24 წლის წინ სოხუმში დახვრეტილი 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა.

იდენტიფიცირებულთაგან ყველანი არიან გმირები, რადგან მათ სამშობლოსა და თანამებრძოლთა ერთგულებისა და უღალატობისათვისათვის გასწირეს თავი, რისთვისაც მტერმა თითოეულ მათგანს დახვრეტის სასტიკი განაჩენი გამოუტანა. იდენტიფიცირებულთა შორის არიან გურამ გაბესკირია - საქართველოს ეროვნული გმირი, სოხუმის მერი, მამია ალასანია - საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი, მერაბ კვინიკაძე - პირადი დაცვის დანაყოფ „იუპიტერის“ განყოფილების უფროსი, ელგუჯა შარტავა, „იუპიტერის“ წევრები - კობა მირზაშვილი, შალვა ნადირაძე, თენგიზ აბსანძე, ავღანელთა ბატალიონის წევრები - ბადრი ბერუაშვილი, გოჩა მაჩაიძე, გოჩა თათრიშვილი, თეიმურაზ ჯორბენაძე, ბესიკ სოფრომაძე, დავით გოჩიაშვილი, ომარ გიგოლაშვილი, ნოდარ ხახიაშვილი, ნუგზარ ჭუჭულაშვილი, ხვიჩა შალვაშვილი, პირადი დაცვის წევრები - ძმები ალექსანდრე და ვახტანგ ფარცვანიები, მებრძოლები გივი პაპუაშვილი, გენადი ლიპარტელიანი, სერიოჟა სილაგაძე, ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას ჟიუ შარტავასთან ერთად იცავდნენ. იდენტიფიცირებულთა შორის არის მშვიდობიანი მოქალაქე მარია მოსიძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ თანაუგრძნობს სამშობლოსათვის თავგანწირული თითოეული გმირის ოჯახს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთიდან ამ დღეებში გადმოსვენებული 25 პირის პატივმისაგებად სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში.

p.s.

ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციით აღინიშნა, რომ თითქოს აფხაზეთის კონფლიქტის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი ერთადერთი აფხაზი ეროვნების მინისტრი რაულ ეშბა იყო, რომელიც ქართველებთან ერთად დახვრიტეს სეპარატისტებმა. საგულისხმოა, რომ ომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს რაულ ეშბასთან ერთად იცავდა არაერთი აფხაზი, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლორიკ მარშანია, აფხაზეთის კულტურის მინისტრი სვეტლანა ქეცბა და სხვ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42