რეგიონებში ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ - დღეს ლიდერთა საბჭომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატებზე ტოტალური ზეწოლა დაიწყო:
„ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სოფელსა თუ რაიონში განიცდის ზეწოლას, რის შედეგადაც ზოგი ამას ღიად აცხადებს და ხსნის კანდიდატურას, ზოგი ამას ჩუმად აკეთებს. ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს აქვს ეს პრობლემა, მაგრამ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი რატომღაც არ იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, ცხადია, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ტოტალური ზეწოლა კანდიდატებზე“, - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






