რეგიონებში ოპოზიციის კანდიდატებზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს - ლიდერთა საბჭოს განცხადება
პოლიტიკა - 14:32, 16 Oct, 2017     1287

არასაპარლამენტო ოპოზიციამ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო ვითარება გააცნეს. ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური გახდა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და ოპოზიციის კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები:

1. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის:

უპრეცენდენტო სახე აქვს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას:

ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მუდმივად და აქტიურად მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც ცალსახად წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„ქართული ოცნების“ კანდიდატების შეხვედრებში რეგულარულად მონაწილეობენ საჯარო ბაგა-ბაღებსა და სკოლებში დასაქმებული პირები.

ამას გარდა, მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პირებს ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ თორდაძე მმართველი პარტიის მხარდამჭერი სიების შეგროვებას ავალებს.

ადიგენში ოლქში, სოფელ ირგანჩაიში დაფიქსირდა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მუსლიმ მოსახლეობაზე ზეწოლის შემთხვევები, კერძოდ, მმართველი პარტიის დმანისის შტაბის იურისტი, ემზარ პეტრიაშვილი ადგილობრივებს აიძულებდა ყურანზე დაფიცებას, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

თბილისის მერიამ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის სახსრებით დაამზადა სარეკლამო რგოლი სახელწოდებით „გაკეთდა თბილისისთვის“, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციის პირობებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დარღვევა ასევე დაადასტურა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.

ზესტაფონში, N51/02 შორაპნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა გოჩელეიშვილი პირადად და მისი შტაბის წევრები მონაწილეობას იღებენ გზის დაგების სამუშაოებში და ეწევიან მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. შესაბამისი ვიდეო-მტკიცებულება საჩივართან ერთად 14 ოქტომბერს (არჩევნებამდე 7 დღით ადრე) წარედგინა ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიას, მაგრამ კომისიამ „მოკველვისთვის“ განისაზღვრა 15 დღის ვადა.

14 ოქტომბერს გაიმართა მაღალმთიან სოფლებში გზის გაყვანის სამუშაოებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა.

16 ოქტომბერს (არჩევნებამდე 5 დღით ადრე) დაგეგმილია თბილისში ახალი მეტროსადგურის გახნა.

სამწუხარო ტრადიციად იქცა პროკურატურისა და სხვა უწყებების წინასაარჩევნოდ გამოყენება. როგორც წესი, ყველა არჩევნების წინ პროკურატურა გამოდის განცხადებებით გახმაურებული საქმეების უახლოეს ხანებში მოსალოდნელი გახსნის ან გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირების დასჯის შესახებ. თუმცა არჩევნების შემდეგ ეს საქმეები იკვლავ იყინება. ამჯერად, არჩევებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, პროკურატურამ გააკეთა განცხადება 26 მაისს დაკავებული პირების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების გამო კონკრეტული პირების დაკავებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტს ჩვენ განვიხილავთ როგორც პროკურატურის რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებას, ვინაიდან აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილია უკვე 5 წლის განმავლობაში, ხოლო პროკურატურამ მხოლოდ ახლა დააკავა ორი პირი, რომელიც 26 მაისის საქმესთან არის დაკავშირებული. ზუსტად ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, როდესაც ასევე 26 მაისთან დაკავშირებული საკითხები სწორედ რომ არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი.

2. ზეწოლა ოპოზიციის კანდიდატებზე:

ხორციელდება ზეწოლას ოპოზიციის კანდიდატებზე სხვადასხვა ოლქებში:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამგებლის - ტარიელ თუთარაშვილის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ზეწოლით კანდიდატრურები მოხსნეს „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ შორაპნის მაჟორიტარმა კანდიდატმა გოჩა ლაღუნდარიძემ და მეორე სხვირის მაჟორიტარმა კანდიდატმა - რომან ჯუღელმა. ასევე, ზეწოლა ხორციელდება ბლოკის სხვა კანდიდატებზე იმავე ზესტაფონის ოქლსა და რაჭა-ლეჩხუმში (უსაფრთხოების ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჯმუხაძის მიერ). ასეთივე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ კაბალის მაჟორიტარ კანდიდატ - შაჰინ მირზაევის მიმართ.

ასევე, ცაგერის N45 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატმა საარჩევნო ბლოკიდან ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“, ბეჟან ღურჭუმელაძემ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზი გახლავთ ,,ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, კარლო კოპალიანის მიერ მის ნათესავებსა და ახლობლებზე ზეწოლა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ კანდიდატურა მოიხსნა ასევე ამავე ოქლში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალუდა კვირიკაშვილმაც. ჩვენს არ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ კვირიკაშვილი მოქმედებდა ზეწოლის ქვეშ, თუმცა მისი გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ბადებს სერიოზულ ეჭვს, რადგანაც კანდიდატურის მოხსნამდე ორიოდე დღით ადრე იგი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან საუბრობდა მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მის მხარდაჭერაზე.

ზეწოლის შედეგად, კანდიდატურა მოხსნა საარჩევნო ბლოკის ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ მერობის კანდიდატმა ზუგდიდში, ზურაბ ჯინჯოლავამ. ხოლო მაჟორიტარობის კანდიდატმა გურგენ სართანიამ კანდიდატურა მოხსნა საკუთარი სურვილით.

15 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ოთხმა წევრმა თვითმმართველობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადებით “ნაციონალური მოძრაობის” კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა თოლორაიამ, ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან მაქაცარიამ, ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი კუკავამ და პროპორციული სიის წევრმა გიორგი თოფურიამ მიმართეს.

დამატებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის მასშტაბით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 21 მერობის და 196 მაჟორიტარობის კანდიდატმა. შემაშფოთებელია და კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი წარმოადგენდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატურას და, პრაქტიკულად, არც ერთი მათგანი არ გახლდათ ,,ქართული ოცნების“ კანდიდატურა.

10 ოქტომბერს გაიტაცეს სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქის მე-15 უბნის კომისიის წევრი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ 21 წლის ანატოლი ღვინჯილია. ორმა პირმა მას ძალის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ავტომობილით გაიტაცა გაურკვეველი მიმართულებით, სადაც მასზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. მან მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, რა დიაგნოზითაც იგი მოათავსეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.

„შენების მოძრაობის“ დმანისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერს უცნობმა პირებმა ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მპგ ,,ახალი მემარჯვენეები“-მამუკა კაციტაძე

მპგ ,,ახალი საქართველო“-გიორგი ვაშაძე

მპგ ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატები“-გრიგოლ ჯოჯუა

მპგ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“-ნინო ბურჯანაძე

მპგ ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“-დავით ასპანიძე

მპგ ,,ევროპელი დემოკრატები“-პაატა დავითაია

მპგ ,,ეროვნული ფორუმი“-სოსო ვახტანგიშვილი

,,შენების მოძრაობა“-დავით უსუფაშვილი

მპგ ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტია-ბაჩუკი ქარდავა

მპგ ,,თავისუფალი საქართველო“-კახა კუკავა

მპგ ,,თავისუფლება“-კონსტანტინე გამსახურდია

მპგ ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია“-შალვა ნათელაშვილი

მპგ ,,ტრადიციონალისტთა კავშირი“-აკაკი ასათიანი

მპგ ,,ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“-გია ბერძენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42