სოციალური პრობლემები, ტრანსპორტი და ეკოლოგია - "ღია საზოგადოება საქართველომ" თბილისის მოსახლეობის საჭიროებები გამოავლინა
პოლიტიკა - 14:23, 16 Oct, 2017     2452
ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევა წარმოადგინა. ორგანიზაციის განცხადებით კვლევის პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე აქტიური საარჩევნო კამპანიების პარალელურად მიმდინარეობდა. 3000 მოქალაქის გამოკითხვის საფუძველზე კვლევის შედეგები მოსახლეობის საჭიროებების რეალურ სურათს იძლევა.

კვლევა ჩაატარა „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა" ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველოს" მხარდაჭერით.

რესპონდენტთა შერჩევა საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა ცესკოს სიიდან მოხდა, გამოკითხვა თბილისის 10 რაიონში ჩატარდა.

თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების უმრავლესობა (56%) აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. აქედან 22 % ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურადაა განწყობილი.

სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულების 21 სფეროა შეფასებული. აქედან ყველაზე პრობლემატურად დასახელდა

  • საყრდენი კედლები და ავარიული შენობები
  • სოციალური დაცვა
  • ახალი მშენებლობები
  • განათლების ინფრასტრუქტურა
  • გამწვანება
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

რესპონდენტებმა გამოკვეთილად დადებითად შეაფასეს თბილისის სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის შემდეგი სფეროები:

  • გარე განათება
  • დაგვა-დასუფთავება
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა

ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, გზები, რეკრეაცია, ქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურის ინფრასტრუქტურა, კულტურული ღონისძიებები, სპორტი და ახალგაზრდობა ნეიტრალურ შეფასებას იმსახურებს.

კვლევის მიხედვით, თბილისელთა გამოკვეთილი უმრავლესობა (66%) საერთოდ არ არის ინფორმირებული 2017 წლის ბიუჯეტის და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ. კარგად ინფორმირებულია 1,9 %-ია, ხოლო მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს 13.6%.

კვლევის მოკლე საპრეზენტაციო დოკუმენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42