სურსათის ეროვნული სააგენტო ჰოლანდიელ ექსპერტებთან ხარისხის მართვის სტანდარტებს განიხილავს
პოლიტიკა - 14:02, 16 Oct, 2017     417

სურსათის ეროვნულ სააგენტოში 5-დღიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. უცხოელი ექსპერტები საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემას ეცნობიან და ქართველ კოლეგებს ინსპექტირების ხარისხის მართვის სტანდარტებს და ISO-9001 უზიარებენ. ISO-17020 სტანდარტი დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი, შემუშავდა ახალი რეგულაციები სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული გამოწვევბის ფონზე, მნიშვნელოვანია, მაღალი სტანდარტის კონტროლის სისტემის დანერგვა, რაშიც უცხოელი კოლეგები დაგვეხმარებიან“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ.

სურსათის უვნებლობის ქართველმა სპეციალისტებმა ჰოლანდიელ ექსპერტებს სააგენტოს სტრატეგიის, რისკის ანალიზის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და ლაბორატორიული კვლევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის მონახულება და შეხვედრა ექსპორტიორებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42