არასაპარლამენტო ოპოზიციამ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო ვითარება გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ ადგილი აქვს ოპოზიციის კანიდატებზე ზეწოლას, რის გამოც ხშირია მათი მხრიდან კანიდიდატურების მოხსნის ფაქტები.
ლიდერთა საბჭომ საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართეს, რომ მონიტორინგი აწარმოონ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, ასევე მაქსიმალურად დააკვირდნენ ხმის დათვლის პროცესს, სადაც არსებიბს დიდი შანსი იმისა, რომ ხელისუფლებამ მიმართოს ყველა საშუალებას არჩევნების გასაყალბებლად.
შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფინანსურ საკიტხზეც გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ თანხები რომლებიც უნდა ჩარიცხოდათ, არ აქვთ ცარიცხული, ეს კი მათ არათანაბარ პირობებში აყენებს. ასევე არათანაბარ პირობებზეა საუბარი მედიის საკითხშიც. ოპოზიციის ანგარიშში ასახულია საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების ჩართვის შემთხვევები წინასაარჩევნო აგიტაციაში, პროკურატურისა და ძალოვანი უწყებების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები, ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული პროექტების მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლო აგიტაციაში გამოყენების შესახებ.
ასევე აღწერილია ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევეი ოპოზიციის კანდიდატებზე. წინასაარჩევნოდ საკუთარი კანდიდატურა ოპოზიციის 21-მა მერობის და 196-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა.
„მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ნაციონალური მიძრაობისა და სააკაშვილის მიმართ, თვით იმ ხელისუფლებასაც კი არ გაუკეთებია ისთი ცვლილება საარჩენ კანონმდებლიბაში როგორიც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, ნაციონალურ მოძრაობას არ მოურგია კანონი ისე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






