კანდიდატების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე მიაწვდის დღეს ინფორმაციას ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს. საუბარი ასევე შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც.
შეხვედრა ლიდერთა საბჭოს ფორმატში პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გაიმართება.
აქცენტი კეთდება მმართველი პარტიის მიერ საბავშვო ბაღების რესურსისი არჩევნებისათვის სავარაუდო გამოყენებაზე, ასევე იმ კანდიდატებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი რეგისტაციის შემდეგ განაცხადა.
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ:
„არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ოფისში საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვდებიან. შეხვედრაში 14 პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მონაწილეობს.
ოპოზიციამ დამკვირვებლებს და მედიის წარმომადგენლებს დეტალური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ წარუდგინეს.
ოპოზიციის ანგარიშში ასახულია საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების ჩართვის შემთხვევები წინასაარჩევნო აგიტაციაში, პროკურატურისა და ძალოვანი უწყებების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები, ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული პროექტების მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლო აგიტაციაში გამოყენების შესახებ.
ასევე აღწერილია ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევეი ოპოზიციის კანდიდატებზე. წინასაარჩევნოდ საკუთარი კანდიდატურა ოპოზიციის 21-მა მერობის და 196-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა.
პარტიები განაგრძობენ გაფართოებულ ფორმატში თანამშრომლობას სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






