თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას, პროგრამის 7 მნიშვნელოვანი კომპონენტი გააცნო. მათ შორის: თბილისის მართვის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, პარკირების, ურბანული, გარემოს დაცვის და ბიზნესის და დასაქმების შესახებ.
თბილისში, “შენების მოძრაობა” 11 მაჟორიტარულ ოლქშია წარმოდგენილი.
1. თეიმურაზ მურვანიძე - საბურთალოს მე-5
2. გიორგი თაქთაქიშვილი - საბურთალოს მე-6 ოლქი,
3. შორენა ბუხრაშვილი - საბურთალოს მე-4 ოლქი
4. გურამ მჭედლიძე - ვაკის მე-3 ოლქი
5. გოჩა მსხილაძე - ნაძალადევის 21-ე ოლქი
6. გოჩა ბურდიაშვილი - კრწანისის მე-7 ოლქი
7. ზვიად გელაშვილი - სამგორის მე-14 ოლქი
8. იოსებ ვარდოშვილი - დიდუბის მე-17 ოლქი
9. ნათია ქობალია - დიდუბის მე-16 ოლქი
10. გიორგი ეპიტაშვილი - ჩუღურეთის მე-15 ოლქი
11. გურამ გურჩიანი - გლდანის 22-ე ოლქი
ღონისძიების დასასრულს, შეკრებილ ამომრჩეველს დავით უსუფაშვილმა მიმართა და თვითმმართველობი არჩევნებში აქტიურობისა და “შენების მოძრაობის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე "შენების მოძრაობა" 20 ნომრით იღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები






