„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები ბიზინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციისკენ მიემართებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშილის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვენ დააბრუნოს წართმეული ტერიტორიები:
„ჩვენი მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც მას საკრებულომ დაუკანონა რამდენიმე დღის წინ, უნდა შეჩერდეს თბილისის აბუჩად აგდება, უნდა შეჩერდეს ის უკანონობა რასაც არაფორმალური მმართველი აკეთებს, თბილიის დაანახებს ივანიშვილს, რომ მას გააჩნია ღირსება. საკრებულოს უმრავლესობაში 30 კაცია, აქ 10 ათასი კაცი დგას, ეს არის კანონი, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას 21 ოქტომბერს, ეს არის მშვიდობიანი აქცია, მივალთ ავტოფარეხის ახალ მფლობელთან და მოვთხოვთ, რომ დააბრუნოს წართმეული ტერიოტორიები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






