„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები ბიზინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციისკენ მიემრათებიან. აქციის მსვლელობისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანები რომლებმაც საკრებულოს შენობა დაკეტეს, პრეტენზიის გამოხატვის უფლება არ აქვთ,რ ადგან ეს არის ცინიზმი:
„ადამიანებმა ივანიშვილის მსახურებაში დაკეტეს საკრებულოს შენობა, ადამიანებმა, რომლებმაც ძალიან მძიმე დანაშაული ცაიდინეს, თუ მათ აქვთ პრეტენზია კიდევ ვინმეს მიმართ, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცინიზმი. ნათელი იყო რასაც აპირებდნენ ორი კვირის წინ, ჩვენ ამასთან დაკავშრებით ვაფრთხილებდით ივანიშვილს, რომ საპროტესტო მუხტი აგორდება არათუ მინავლდება და თოვლის გუნდას პრინციპით, დღევანდელი დღე ერთ-ერთი დადასტურებაა ამ ყველაფრისა, ივანიშვილს შეიძლება ჰგონია, რომ თბილისმა დაკარგა ღირსება, ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება სხვადასხვა საპროტესტო აქციები, ცინიკურად აკეთებს ამ უკანონობას, ქართული ოცნების ლიდერებს ალაპარაკებს რომ თითქოს ახორციელებს ინვესტიციას, ხალხს ამით რა საზოგადოებრივი სიკეთეს მოუტანს? “, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






