,,საზოგადოება, რომელმაც ვითომ შეიყვარა ,,მარიტა“ და ტალახს ესროდა ლიკას... ჩვენ მხოლოდ ლამაზ, მოკლულ ქალებს ვუთანაგრძნობთ...“
სოც.მედია - 23:56, 14 Oct, 2017     19453
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ბაია პატარაია:

ვიფიქრე, არაფერს დავწერთქო ლიკა ქავჟარაძეზე, მაგრამ არ შემიძლია. ვეხმიანები საზოგადოებას, რომელმაც ვითომ შეიყვარა "მარიტა" და მთელი ცხოვრება ტალახს ესროდა ლიკას. არაფერი, წარმოგიდგენიათ?! არაფერი კარგი არასდროს არ გამიგია ლიკაზე.

ა რ ა ს დ რ ო ს !

როცა პირველად მოვიკითხე, ვინ იყო ეს არაჩვეულებრივი მსახიობი, მაშინვე თავზარი დამცეს და ხმა ჩამაგდებინეს. მითხრეს, რომ ის "ნარკომანია" და "აფრენს, საწყალი". ორი უშველებელი სტიგმა... ჩვენი ავადმყოფური დამოკიდებულება ორი დაავადების მიმართ. ამ ქვეყანაში დღემდე ღრმად სწამთ, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულება და ფსიქიკური პრობლემა პიროვნული ნაკლია. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებს ციხეებში ვამწყვდევთ, ფსიქიატრიული დაავადების მქონე ხალხი გვინდა "საგიჟეთში" ჩავკეტოთ, ან სხვაგვარად განვდევნოთ ჩვენი ცხოვრებიდან. მე არ ვიცი, რეალურად რა პრობლემები ჰქონდა ლიკას. რა არის მართალი და რა მონაჭორი. მე ვიცი, რომ უსაშველო სიძულვილოთ მოიხსენიებდნენ მას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იყო მარიტა, მხოლოდ იმიტომ რომ ისიც დაბერდა ჩვენსავით, მხოლოდ იმიტომ რომ მან მოინდომა ჰქონოდა პირადი ცხოვრება და სამსახიობო კარიერა იმ ერთი ფილმის მერე და წმინდანობა არ აურჩევია.

ბოლოს, როდესაც ლიკა ჩემთან ახსენეს, ისევ თავზარდამცემი გამოცდილება მივიღე. ერთი კაცი იხსენებდა მას, როგორ ცდილობდა მის "შეკერვას". შემძრა იმის წარმოდგენამ, რომ უამრავი კაცი მასზე უფროსიც და ბევრად უმცროსიც ისევ "ეჩალიჩებოდა" "მარიტას" და არა ლიკას.

ამ ქვეყანაში არც "მარიტა" არ უყვართ, ხალხო. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ის კინო სიკვდილით არ სრულდებოდეს. ვინ იქნებოდა მარიტა? რას იტყოდა ქართველი მაყურებელი მასზე? შეიყვარებდა ქალს, რომელმაც ქმარს უღალატა, თუ ფეხქვეშ გათელავდა მას?

ჩვენ მხოლოდ ლამაზ, გულუბრყვილო და მოკლულ ქალებს ვუთანაგრძნობთ და არა ცოცხლებს, საკუთარი ბედნიერებისთვის მებრძოლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42